...ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთი აქცია მოპასუხე მხარედ. ანუ ჩვენს მოქმედებებს პასუხობს ან მავთულხლართით, ან ბანერით. ჩაიკეტა, ჩაიციკლა ამ მოქმედებებში. ჩვენ ვაწერთ ხელს ასოცირების ხელშეკრულებას - ისინი მავთულხლართებს ავლებენ. ჩვენ ვატარებთ დემოკრატიულ არჩევნებს - ისინი მავთულხლართებს ავლებენ. ჩვენ ვატარებთ ოლიმპიურ ფესტივალს - ისინი ბანერებს ალაგებენ. ჩვენ ხელს ვაწერთ საფრანგეთთან [ხელშეკრულებას] იარაღზე - ისინი მავთულხლართებს ავლებენ. ნახეთ, რუსეთი როგორ იქცევა „მრავალფეროვნად" და საშინლად უკრაინაში და საქართველოში ჩვენ დავუტოვეთ მხოლოდ ბანერები და მავთულხლართები. თანაც იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკვე ოკუპირებულია და აქეთ ვერ გადმოდიან, ცხვირს ვერ ყოფენ... სამი წელია ჩვენ კბილებით ვაჩერებთ და ომს არ ვუშვებთ. ვერცერთმა ხელისუფალმა - ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა ვერ აიცილეს პირველ წელიწადსვე თავისი ხელისუფლებისა, რუსეთის პროვოკაციას არ ჩაყოლოდნენ. ყველაზე დიდი საფრთხეა დღეს რუსეთი მსოფლიოსთვის და 3 წელი ვახერხებთ, რომ არ მივყვებით და არ ვერთვებით პროვოკაციაში...
tbl.ge/v21
დაკოპირდა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში პაატა ზაქარეიშვილი, საოკუპაციო ზოლთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი, მას სჭირდება შემობრუნება
- ოკუპირებულ ცხინვალში სკოლის მოსწავლეების მიერ დაზიანებული სტალინის ძეგლი აღადგინეს
- კალაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია
- სუს: ხურვალეთთან რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია
- სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა




