მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

ჩილეს კონგრესის ქვედა პალატამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

Park Ranger

ჩილეს კონგრესის ქვედა პალატამ 68 ხმით 39-ის წინააღმდეგ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

მას შემდეგ რაც სენატი კანონპროექტს მიიღებს ჩილეს მოსახლეობას სახლში 6 ძირამდე კანაფის მოყვანა და რეკრეაციული, სამედიცინო ან სპირიტუალური მიზნით გამოყენება შეეძლება.

ამ კანონამდე ჩილეში მარიხუანას მოყვანა, გაყიდვა და ტრანსპორტირება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.

კომენტარები