აბაშიძე-კარასინის შეხვედრა

აბაშიძე-კარასინის 4-საათიანი შეხვედრა პრაღაში დასრულდა

აბაშიძე-კარასინის 4-საათიანი შეხვედრა პრაღაში დასრულდა. ჰუმანიტარული, სავიზო და სავაჭრო პოლიტიკა შეხვედრის მთავარი თემები იყო. პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მათ კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. 

"შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო. რაც იქ ვნახე, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯი, რომელმაც გამოიწვია ჩვენში ძალიან დიდი დაძაბულობა, რაც არის ძალიან სახიფათო მთელი რეგიონისათვის. ამ მყიფე რეგიონში შეიძლება, ამან გამოიწვიოს ისეთი დესტაბილიზაცია, რასაც შემდგომ ძალიან მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს. საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იჩაგრება", - თქვა აბაშიძემ.

გრიგორი კარასინის განცხადებით კი, ამ საკითხზე ჟენევის ფორმატში უნდა იმსჯელონ.

კომენტარები