ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია ოფიციალურად დალას მავერიკსში ჩაირიცხა

nba.com

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია უკვე ოფიციალურად დალას მავერიკსის წევრია.

შეთანხმების თანახმად, ქართველი ცენტრის ყოფილი გუნდი მილუოკი ბაქსი, კალათბურთელის სანაცვლოდ დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლებას მიიღებს.

ამასთან, აღსანიშნავია რომ ვისკონსინურმა კლუბმა 31 წლის ფაჩულიას ტრეიდის შედეგად, სახელფასო ფონდს 5.2 მილიონი დოლარი შემატა.

გასულ სეზონში ქართველი საშუალოდ 8.3 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ში 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც ის დრაფტზე ორლანდომ აირჩია. მას შემდეგ ქართველმა ატლანტაში და სხვადასხვა დროს ორჯერ მოასწრო მილუოკი ბაქსში თამაში.

კომენტარები