ეროვნული ბანკი

რატიანი ეროვნულ ბანკზე: ეს კანონი ანგრევს საქართველოს საფინანსო სისტემას

სერგო რატიანი
თეორემა/ტაბულა

პარლამენტი დღეს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხს მეორე მოსმენით უყრის კენჭს. დოკუმენტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა.

„რაც არ იქნება ძირითადი პრინციპებისგან განსხვავებული, ყველა წინადადებას მივიღებთ, დავამუშავებთ, ისეთი უნდა იყოს, რომ სრულყოფილებისკენ წავიდეს“, - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

პირველი მოსმენის შემდეგ, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა ოპოზიცია მას მხარს მაინც არ უჭერს.

„ჩვენ მოვუწოდებდით უმრავლესობას, რომ გადაედო და არ მიეღო ეს კანონი, რადგან ეს კანონი ანგრევს საქართველოს საფინანსო სისტემას და სერიოზულ რისკებს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, რომელიც ისედაც კრიზისშია. ოთხმა უმსხვილესმა საფინანსო ორგანიზაციამ გააფრთხილა საქართველო, რომ ეს არის დაუშვებელი, რომ ეს შეუქმნის სერიოზულ პრობლემას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა სერგო რატიანმა. 

როგორც ცნობილია, კანონპროექტს მხარს არ უჭერს პრეზიდენტიც და მისთვის ვეტოს დადებას აპირებს.

 

კომენტარები