რეკლამა

საბურავების მოძრაობის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა

დღეს თაირ თაიმის პრესკლუბში ბრიფინგი გამართა საბურავების პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა. საბა ურავიამ საბურავების პრობლემებზე და მათი უგულებელყოფის შემთხვევაში მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა.

“წლების მანძილზე, გაუგონარი ამბის მომსწრეები ვართ, ხალხო. სად გაგონილა უცხოეთში, უვარგისობის გამო გამოცვლილ საბურავს საკუთარ უსაფრთხოებას ანდობდნენ. სად გაგონილა, ზამთრის ახალგაზრდა საბურავებს უმოწყალოდ ცვეთდნენ ზაფხულის გავარვარებულ გზებზე.
ეს ხომ სახიფათოა, ხალხო! დროა მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ საბურავს და, შესაბამისად, თქვენს უსაფრთხოებას! დროა შეცვალო საბურავი!
სწორედ ამ მიზეზითა და მოთხოვნით არიან გაფიცულნი ჩვენი მეგობრები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, უკვე მესამე დღეა”, - აცხადებს საბურავების პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი.

საბა ურავიამ საზოგადოებას საბურავების მოძრაობა სახელად „დროა, შეცვალო საბურავი“ წარუდგინა და 10 ივლისს გეგეშიძის ბაღში, ფართომასტაბიანი დემონსტრაცია დააანონსა.

საბურავების საპროტესტო აქტივობებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.saburavi.ge და ფეისბუქის გვერდზე „დროა - შეცვალო საბურავი“.

 

კომენტარები