კრიმინალი

32 კგ ტროტილის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 32 კგ ტროტილის, 18 კაფსულ-დეტონატორი და 30 მეტრის სიგრძის ცეცხლგამტარი ზონარის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს. ასაფეთქებელი ნივთიერება ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები