რეკლამა

პიცის კვირეული www.foodpanda.ge-ზე დასრულდა

ფუდპანდა

11 ივნისს დაწყებული პიცის კვირეული www.foodpanda.ge -ზე დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში, ფუდპანდას მომხმარებელს სასურველი და საყვარელი პიცის 20-50%-მდე ფასდაკლებით შეძენა შეეძლო. აქციის ფარგლებში, ფუდპანდამ თბილისში ყველაზე მოთხოვნადი პიცერია - პიცა თაიმსი გამოავლინა. გახდა. შეკვეთებით ლიდერ პიცერიას კომპანიამ „კვირეულის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი პიცერიის“ სერტიფიკატი და სპეციალური პრიზი გადასცა.

გაიგე, რას ამბობს  ყველაზე საყვარელი პიცა თქვენზე! მასზე პასუხს აუცილებლად გაგცემენ პრომო-აქციაში მონაწილე პიცერიები - „პიცა თაიმი“, პიცა მანია“, ექსპრეს პიცა“ და „პიცა კასა“. ამის გაგებაში, კი ეს ლინკი დაგეხმარებათ;

„მარგარიტა“, „ალაკრემი“, „პეპერონი“, „პროშუტო - ფუნგი“, „სალიამი“, „მილანო“, „კვადრო ფორმაჯიო“, „კაპრიჩოზა“, „ფაბლიქ“, „ფუნგი“,"პროშუტო დი პარმა", "კაპრეზე“,  „მარგერიტა“, “პარმიჯანა“, „პრატაიოლა“ და ა. შ. ეს ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და  უფრო მეტიც, თქვენზე მეტყველებს.  ცხარე, ტკბილი თუ ნახევრად ტკბილი სანელებლებითა და სუნელებით. მოკლედ, გაიგე რას ამბობს საყვარელი პიცა თქვენზე. ჩვენ მიერ გამოკითხულ ქალბატონების ფონზე აი, ეს მივიღეთ:

  • მარგარიტა - სტაბილური ქალბატონი, უყვართ და პატივს სცემენ  ყველგან. მოსწონს სტაბილური და მშვიდი გარემო. არ უყვარს ხმაური და ქაოსი.
  • კაპრიჩოზა - მოსწონს თავის გამოჩენა განსაკუთრებით იქ,  სადაც თავს ყურადღების ცენტრში ვერ გრძნობს. ძირითადად,  ის  თავისი განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა. უბრალოდ იცის, სად რა მოიქმედოს თავის დასამკვიდრებლად.
  • პარმიჯანა - არ უყვარს ხალხმრავლობა. ის კომფორტულად თავს მხოლოდ ახლო მეგობრების გარემოცვაში გრძნობს. საკმარისია ზედმეტი გულგრილობა იგრძნოს, ტოვებს იმ ადგილს.
  • ფაბლიქ - არ აინტერესებს  რას ფიქრობენ მასზე, მისთვის მთავარია თავად იყოს თავის თავში დარწმუნებული და იცნობდეს ყველას და ყველაფერს რაც მის გარშემოა.
  • სალიამი - უყვარს ის, რაც მისთვის ხელმისაწვდომია. აფასებს ადამიანებს მხოლოდ მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

პიცისგემრიელი ისტორიაკი ასეთია:

იტალიელები პიცას ნაციონალურ მონაპოვრად მიიჩნევენ. ჯერ კიდევ 1835 წელს ალექსანდრე დუიმა წერდა, რომ პიცაში ჩადებულია იტალიელი კაცის სიბრძნე და ეშმაკობა: პურის ნაჭრით, ოქროს ვაშლით (ანუ პომიდვრით), ნივრით, ზეთისხილითა და ხორცის პატარა ნაჭრით ადამიანს ვერ დაანაყრებ, მაგრამ თუ ყველაფერს ერთად „პიცად" შეკრავ, გენიალურ ნუგბარს მიიღებო. მე-19 საუკუნის ბოლოს იტალიის მეფე უმბერტო თავის მეუღლესთან, მარგარიტა სოვალთან ერთად ნეაპოლში ჩავიდა დასასვენებლად და გადაწყვიტა იქაური პიცა გაესინჯა. სახელგანთქმულმა პიცაილომ, რაფაელს ექსპოზიტომ, სამეფო ოჯახს სამნაირი პიცა მოუმზადა: ღორის ცხიმით, ყველითა და კამით; ნივრით, ზეთისხილითა და ტომატით; მესამე კი - იტალიური დროშის ფერებში. დედოფალი მარგარიტა აღფრთოვანდა მესამე პიცით და მის საპატივსაცემოდ ტომატით, ყველითა და რეჰანით მომზადებულ პიცას „მარგარიტა" ეწოდა, დღეს კი  ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიცაა არამარტო იტალიაში. იტალიელებს მიაჩნიათ, რომ პიცა ჯერ კიდევ ძველი რომის პერიოდში არსებობდა. თვითონ სახელწოდება პიცა მოდის იტალიური სიტყვებიდან „პიატო" - თეფში და „პიაცა" - მოედანი, ანუ მრგვალი და ბრტყელი. პიცა მართლაც ჰგავს დეკორატიულ თეფშს. პიცას მიირთმევდნენ როგორც უბრალო რომაელები ასევე პატრიციებიც

კომენტარები