გორის დილა ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დილა პარტიზანს შეხვდება

უეფას ჩემპიონთა ლიგა
skysports.com

22 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის I და II საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონი გორის დილა გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. უჩა სოსიაშვილის გუნდის მეტოქე ბელგრადის პარტიზანი იქნება.

მატჩები 14/15 და 21/22 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას დილა სტუმრად გამართავს.

კომენტარები