ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: ივანიშვილს ქართუ ბანკზე საერთო ჯამში 30 წამი ვესაუბრე

ჯერ იყო ბოდიში, მერე იყო სავალუტო ფონდის თხოვნა და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დანაშაულის პატიება მომხდარიყო? რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია. ქართუ ბანკთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს [ივანიშვილთან] ჯამში ნასაუბრები ალბათ 30 წამის განმავლობაში და სულ ეს არის, რის თქმაც შემიძლია... საერთოდ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ბოდიშის მოხდაში, ამას ხშირად ვაკეთებ ხოლმე... მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში. ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას იმის თაობაზე, რომ ქადაგიძემ მას ქართუ ბანკის გაკოტრების მცდელობაში მონაწილეობისთვის ბოდიში მოუხადა, სავალუტო ფონდმა კი სთხოვა, ქადაგიძე არ დაესაჯა.

კომენტარები