ეროვნული ბანკი

ქადაგიძე: როდესაც ვჯდებით რიცხვებზე სასაუბროდ, ბრალდებები ქრება

ჩვენ ბრალად გვდებდნენ, თითქოს ლარის გაუფასურება გამოწვეულია არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ იმით, რომ ჩვენ ფულის მასა გავზარდეთ, დასახელებული იყო ხან 700 მილიონი, ხან მილიარდი, ხან 307 მილიონი. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩვენ ვჯდებით რიცხვებზე სასაუბროდ, ეს არგუმენტები ქრება, იმიტომ, რომ არაფერი საერთო ამას არ აქვს რეალობასთან. შემდგომ იყო ბრალდება, რომ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით კომერციულ ბანკებთან ერთად, ეს არის შეთქმულების თეორიის ნაწილი. რა თქმა უნდა, ესეც აბსურდული ბრალდებაა, როგორც დანარჩენი. ასევე იყო საუბარი, თითქოს წინსწრებით გადავიხადეთ მსოფლიო ბანკის ვალი. არცერთი ეს ბრალდება ახლოს არ არის არათუ რეალობასთან, არამედ საღ აზრთან.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიმართ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ბრალდებების შესახებ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში.

კომენტარები