სხეულის განზრახ დაზიანება

ჭავჭავაძის გამზირზე არასრულწლოვანმა შვილმა დედა დაჭრა

newposts.ge

თბილისში, ჭავჭავაძის 29 ნომერში არასრულწლოვანმა დედას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. 

კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, ბრალდებული 16 წლისაა. მათივე თქმით, არასრულწლოვანმა დედის დაჭრის შემდეგ მე-11 სართულიდან გადმოხტომა სცადა. მას ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამ დროისთვის ბრალდებული პირი დაკავებულია.

დაჭრილი ქალი ეზოში უმცროსმა შვილებმა ჩამოიყვანეს, სადაც სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მისი გადარჩენა მეზობელმა შეძლო. ამჟამად მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარებენ ოპერაციას. სავარაუდოდ ყელის არეში მიყენებული დაზიანება მძიმე არ არის.

 

 

 

კომენტარები