კულისებიდან მართვა

ივანიშვილი: ჩემი დატოვებული თამასის დაბლა დაშვებას არავის არ ვაპატიებ

თამასა, რომელიც ჩემი პრემიერობის დროს მე დავტოვე, იმ თამასას ვინც ვერ შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, მე არ გავჩერდები. ეს იციან კარგად. აი, როცა ალასანიას თავის დროზე დაუსვეს კითხვა და კითხეს - შენ ამდენ ხანს მინისტრი იყავი და როდესმე დაგირეკა? რამე დაგავალა ან დაგაძალა? არაო. ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვგრძნობდიო. გრძნობდა იმას, რომ თამასას დაბლა დაწევაზე მე ხმას ამოვიღებდი. და თქვენთან ერთად... საზოგადოებამ უნდა მართოს, საზოგადოება არის ძალაუფლების წყარო. მე ვარ საზოგადოების წევრი და მაქვს გარკვეული ნდობა, რაც ათასჯერ მითქვამს, და იციან, რომ თამასის დაბლა დაშვებას არავის არ ვაპატიებ. აი, ეს აშფოთებთ, ეს მიაჩნიათ, რომ მე ვმართავ. 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები