სპეცოპერაცია პანკისში

პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა

netgazeti.ge

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობთ, პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი - სოფელ ჯოყოლოს მხროვრები გაიოზ ბორჩაშვილი, მისი სიძე, ასევე ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურის თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ბათირაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი.

სპეცოპერაციაში 100-მდე სპეცრაზმელი მონაწილეობდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება მათ მიერ საქართველოს მოქალაქეთა სირიაში საბრძოლველად გადაყვანის შესაძლო ორგანიზებას უკავშირდება.

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარი თქვა ამ ცნობის კომენტირებაზე. მისი თქმით, იგი კომენტარს დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს.

კომენტარები