რეკლამა

ფრესკო: სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საჭირო საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ

კომპანია ფრესკო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.

დაზარალებულთა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის კი, კომპანია დახმარებას გაუწევს თითოეულ დაზარალებულ ოჯახს და მათ საჭირო საკვები პროდუქტებით მოამარაგებს.

„ფრესკო თქვენს გვერდით" - აცხადებენ კომპანიაში.

გუშინდელი სტიქიის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულია და 20-ამდე პირი დაშავდა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

"ბოლო წუთის მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ადამიანამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაჭერილი ის ცხოველებიც, რომლებიც ზოოპარკიდან გაიქცნენ. ამიტომ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც", - თქვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები