თავდასხმა პოლიციაზე

ტეხასის შტატში უცნობმა პირებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნენ

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

აშშ-ში, დალასში, ტეხასის შტატში უცნობმა პირებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნენ.

BBC-ის ინფორმაციით ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჯავშნული მანქანით შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ შენობის გარეთ რამდენიმე ჩანთა აღმოაჩინა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობებია მოთავსებული.

ჯერ-ჯერობით უცნობია თავდამსხმელების რაოდენობა და თავდასხმის მოტივი. სროლის შედეგად არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.

გაქცეული თავდამსხმელი ერთ-ერთ ავტოსადგომზე პოლიციამ ალყაში მოაქცია და მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

კომენტარები