მზესუმზირას ეზო

13-14 ივნისს მზესუმზირა ახალ პროექტს "მზესუმზირას ეზოს" იწყებს

მზესუმზირა ახალ პროექტს, „მზესუმზირას ეზოს" იწყებს.

კომუნა მზესუმზირა უკვე ერთი წელია, რაც არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში 5 სხვადასხვა წარმატებული პროექტის ავტორი გახდა. მზესუმზირა მუსიკოსებს, მხატვრებს, რეჟისორებს, ოპერატორებს და სხვა არაერთი პროფესიის ადამიანს აერთიანებს. "ეზო" არტისტების ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც 13-14 ივნისს ლისის ტბის სანაპირო ზოლთან გაიმართება.

13-14 ივნისს ლისის ტბაზე ქართველ დიჯეებთან (Tevzi & Ketevan, Rati, Vaska, Tade , Autumn tree ) ერთად დანიელი მუსიკოსი Be Svendsen და ბერლინური დუეტი Kotelett & Zadak დაუკრავენ. მზესუმზირას ეზო, როგორც მზესუმზირას ყველა სხვა ივენთი, დეკორაციით და მხატვრული განათებით იქნება გაფორმებული. "მზესუმზირას ეზო" ყველა ასაკის ადამიანისთვისაა. ეს პოზიტიური კომუნაა, სადაც ყველას შეუძლია ოჯახთან ერთად ავიდეს, მეგობრებთან ერთად დაისვენოს, შინაური ცხოველი გაასეირნოს, ითამაშოს, პიკნიკი მოიწყოს ან, უბრალოდ, მუსიკას მოუსმინოს.

"მზესუმზირას ეზო" 13 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 14:00-დან 19:00 საათამდე - 5 ლარი იქნება, 19:00 საათიდან კი 15 ლარი. 12 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასო იქნება, ხოლო 20:00-ის შემდეგ, 21 წლამდე პირები ივენთზე არ დაიშვებიან.

კომენტარები