დიდი შვიდეულის სამიტი

ობამა და მერკელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება

Reuters

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს", - ამის შესახებ გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტის გახსნამდე გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადეს.

ობამასა და მერკელის აზრით, მოსკოვის მიმართ შეზღუდვების მოქმედების ვადა მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებასა და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ობამას განცხადებით, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის აგრესია და მის წინააღმდეგ სანქციები იქნება. მერკელის თქმით, დიდი რვიანის ფორმატის დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან რუსეთსა და დასავლეთს შორის გადაულახავი ბარიერი გაჩნდა. ამავე დროს, მისი თქმით, სხვადასხვა საკითხში შვიდეულის მონაწილეები რუსეთს პარტნიორად განიხილავენ.

კომენტარები