თვითმკვლელობის მცდელობა

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა თვითმკვლელობა სცადა

metro.us

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსმა ბესიკ ცხადაძემ თვითმკვლელობა სცადა. ცხადაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ცხადაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ცნობით, ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები