რუსეთი

ბრიტანელი ექსპერტები ევროპას შეიარაღებული ძალების გაძლიერებას ურჩევენ

პუტინის აგრესიული ამბიციების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავებაზე დასავლეთის სუსტი და არადამაჯერებელი რეაქცია გახდა, - ამის შესახებ ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს. ავტორთა შორის რუსეთში ბრიტანეთის ორი ყოფილი ელჩი სერ როდერიკ ლაინი და ენდრიუ ვუდი არიან.

ექსპერტების აზრით, რუსეთი თავის ამბიციებს ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოხატავდა, თუმცა დასავლეთს ამის იგნორირება და საკუთარი ფანტაზიების იმედად ყოფნა ერჩია. კრემლი კი მიიჩნევს, რომ დასავლეთს საკუთარი პრინციპების დასაცავად ნებისყოფა არ გააჩნია. ექსპერტები თვლიან, რომ დასავლეთმა ვერც უკრაინაში რუსულ აგრესიას გასცა სათანადო პასუხი. ისინი ევროპის ქვეყნებს ურჩევენ, გააძლიერონ შეიარაღებული ძალები, რათა აჩვენონ პუტინს, რომ მისი შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად მზად არიან.

კომენტარები