მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ფოფხაძე: სახელმწიფო ლიბერალური უნდა იყოს მარიხუანას მომხმარებლის მიმართ

მე ზოგადად მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ლიბერალური მომხმარებლების მიმართ, მაგრამ ამ საკითხსაც განვიხილავდი ნარკოპოლიტიკის საერთო ჭრილში და არა გამოვკვეთავდი მარიხუანას თემას ცალკე. არ ავიღებდი და არ ვიტყოდი, რომ მოდი მარიხუანაზე ცალკე ვისაუბროთ. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაშიც რჩება ბევრი შეკითხვა, მაგალითად, გამსაღებლის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა იყოს. მომხმარებლის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო ლიბერალურები გავხდეთ, ამას არ აქვს ისეთი მკვეთრი საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი ხასიათი, როგორც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რეალურად ჯანმრთელობასაც ნაკლებად ვნებს. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არის ლიბერალური, არაჯანსაღი სანქციები შეიცვალა, 260-ე მუხლიც იცვლება, ჩვენ მომხმარებელს და გამსაღებელს ვმიჯნავთ ერთმანეთისგან ეს არის საერთო პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ამას და ვინმეს ეჩქარება, მაგრამ მთავარი არ დაგვავიწყდეს - ის რომ ნარკოტიკები ეს არის ბოროტება და ჩვენ არცერთ შემთხვევაში ხელი არ უნდა შევუწყოთ იმას, რომ სახელმწიფო პოლიტიკამ დააზარალოს ახალგაზრდობა. მარიხუანაცაც ეს არის ცუდი, ეს არის ბოროტება და ადამიანი არ უნდა ეწეოდეს მას.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

კომენტარები