ქართველები საფრანგეთში

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საფრანგეთში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაპატიმრებულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქართველებიც. მათ საფრანგეთისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე არაერთ ძარცვაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან. ეჭვმიტანილები ლა როშსა და სტრასბურგში აიყვანეს.

ამ საქმის გამოძიებას საფრანგეთის პოლიცია უკვე ერთი წელია აწარმოებს.

სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთში საქართველოს ელჩს უკვე მიაწოდეს, თუმცა ეკატერინე სირაძე-დელონესთვის კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები