სინგაპურში პოლიციელებმა ერთ-ერთ სასტუმროსთან, სადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დელეგაციების მონაწილეობით უსაფრთხოების ფორუმი მიმდინარეობს, საეჭვო პირი მოკლეს. კიდევ ორი პიროვნება დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სინგაპურის პოლიცია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მათ შენობასთან ავტომობილის გაჩერება სცადეს, თუმცა მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა და პოლიციის ბარიკადები გაარღვია. ამის გამო პოლიციელებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მათი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული პირი სხვა დანაშაულისთვისაც იძებნებოდა.