მარიხუანას მოხმარება და შენახვა პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს. ვთვლი, რომ თავის დროზე იმ უმძიმესი კრიმინალური ფონის გადატეხვაში, რომელიც საქართველოში იყო, რაც შერწყმული იყო ნარკოტიკების გამსაღებლებთან და ნაწილობრივ ამღებ-მომხმარებლებთან, გარდაუვალი აუცილებლობა იყო ძალიან მკაცრი პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ ეს კრიმინალური ფონი და ეპიდემია გაჩერებულიყო - რაც მოხდა, 2004-დან 2009 წლამდე. მაგრამ შემდეგ ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეცდომა იყო, რომ არ გადაიდგა ნაბიჯები დიფერენციაციისკენ, და ძალიან მკაფიოდ არ გაიმიჯნა ის საკითხები, რომლებიც არ აყენებს ზიანს ადამიანის ორგანიზმს. ვიზიარებ იმ დებულებას, რომ პიროვნების საქმეა, მის სხეულს რას უზამს.
tbl.ge/qlf
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე.
ამავე თემაზე
- გახარია: მძიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე საუბრის არგუმენტებს ჯერ ვერ ვხედავთ
- ბესელია: დეკრიმინალიზაციამ შეიძლება მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდოს
- კალაძე: მოწევისთვის არ უნდა იჭერდნენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მარიხუანა კარგია
- ბუკია: დღეიდან "პლანაქეშებს" შეუძლიათ საქართველო "პლანაქეშთა" სამოთხედ აღიარონ
- სასამართლო: მარიხუანას მოხმარება პიროვნების პირადი ავტონომიით დაცული სფეროა