საავადმყოფოები

სერგეენკო: სახელმწიფომ 19 რაიონული საავადმყოფო გამოისყიდა

ჯანდაცვის სამინისტრომ რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპი დაასრულა. ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 19 საავადმყოფოს მართვის უფლება გადაეცა. მისი თქმით, მათგან ცხრა კლინიკასთან მიმართებით, ინვესტორებმა ვალდებულება ვერ შეასრულეს, დანარჩენების გამოსყიდვა კი, სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდა.

„დღეს ჩვენი სამინისტროდან მთავრობის სხდომაზე გადის ტექნიკური ადმინისტრირების საკითხი, რომელიც შეეხება მეორე ეტაპზე გამოსყიდული რაიონული საავადმყოფოების მართვის უფლების გადაცემას ჯანდაცვის სამინისტროსათვის. ამ ეტაპზე ეს არის 19, აქედან 9 რაიონის იყო, სადაც ინვესტორმა ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო დანარჩენი საავადმყოფოები ორი სადაზღვევო კომპანიისგან გამოვისყიდეთ“, - თქვა სერგეენკომ.

კომენტარები