ვაკო ყაზაიშვილი

ყაზაიშვილმა ვიტესის შემადგენლობაში მორიგი გოლი გაიტანა

ჰოლანდიაში, ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად არნემის ვიტესი, ფეიენოორდი, ზვოლე და ჰერენვენი იბრძოდნენ. საბოლოოდ, პლეი-ოფის ფინალურ - ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთმანეთს ვიტესი და ჰერენვენი ხვდებიან.

გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის კლუბმა პირველი მატჩი სტუმრად გამართა და ფრედ - 2:2 ითამაშა. შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა. 

რაც შეეხება კაშიას, ისიც თანამემამულის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 31 მაისს, უკვე არნემში გაიმართება. ვიტესს ევროპა ლიგაზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

კომენტარები