უმუშევრობის დონე საქართველოში

ღარიბაშვილი: მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად უმუშევრობის დონემ იკლო

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოში უმუშევრობის დონემ იკლო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქსტატის მონაცემებზე კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმად, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა.

„პირველად გასულ წელს ყველაზე დაბალი უმუშევრობის დონე დაფიქსირდა. ჩვენ გვაქვს 2.2%-იანი კლება უმუშევართა რაოდენობის და დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია. ჩვენი მთავრობის ხელშეწყობითა და სწორი პოლიტიკით შეიქმნა 33 000 სამუშაო ადგილი. რაც მთავარია ამ ახალი სამუშაო ადგილების 90% კერძო სექტორზე მოდის" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით 11 წლის განმავლობაში ასეთი კლება არ დაფიქსირებულა საქართველოში და ეს არის მთავრობის ახალი პროგრამების შედეგი. მისი თქმით 119 საწარმო დაფინანდა და ასევე 78 ახალი საწარმო შეიქმნება, ეს ყველაფერი კი უმუშევრობის სტატისტიკაზეც აისახა.

„გასულ წელს მთავრობის მუშაობის შედეგი იყო ის, რომ 4.8% მშპ ზრდა გვქონდა და წელს პირველ კვარტალში გვაქვს 3.2% რაც რეგიონში უპრეცენდენტო შედეგია" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები