უმუშევრობის დონე

ხადური: მაჩვენებლები პირუთვნელად აჩვენებს, რომ ქვეყანაში დასაქმება გაზრდილია

ტაბულა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებენ იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია. აღნიშნული მან საქსტატის მონაცემებზე კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმად, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4% შეადგინა. 

"ეს არის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ უკვე გვაქვს. რაზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით და მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებენ იმას, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია და მე იმედი მაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება. მე მესმის იმ 12.4%-ის პრობლემები, რომელთაც სამსახური არ აქვთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავჭრათ ყველა პრობლემა", - თქვა ხადურმა.

საქსტატის ცნობით, 2014 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 11 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

კომენტარები