არქეოლოგები: საყდრისის ისტორიული საბადო აღარ არსებობს

news.ge

ქართველი არქეოლოგების შეფასებით, საყდრისი, როგორც არქეოლოგიური ობიექტი აღარ არსებობს და სამუშაოების შეჩერებას საბადოში აზრი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

საყდრისში არქეოლოგებთან და დავის მონაწილე მხარეებთან ერთად საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე იმყოფებოდა.

RMG-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანია სამუშაოებს კანონის სრული დაცვით ახორციელებდა. 

მოსარჩელე მხარე სამუშაოების შესაჩერებლად სასამართლოში ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

კომენტარები