პაატა ზაქარეიშვილი

ზაქარეიშვილი: თვალი გავუსწოროთ, რომ პუტინს მოსახლეობის 75 %-ის ნდობა აქვს


კეთილი ინებეთ და სწორად მოიტანეთ ჩემი ციტატა... მე ვთქვი, რომ პუტინი საქართველოს მტერი ვერ იქნება, რადგან სახელმწიფოს მტერი მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს... კეთილი ვინებოთ და ნუ ვაკნინებთ სახელმწიფო საქართველოს. ერთი ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი, ეს შეიძლება იყო მხოლოდ რუსეთი. მით უმეტეს, პუტინს აქვს მოსახლეობის 75 პროცენტის ნდობა რუსეთში და კეთილი ვინებოთ, ამას თვალი გავუსწოროთ... ეს არის რაღაც პროვინციალიზმის გამოვლინება, როდესაც ერთ ადამიანზე გადაგვაქვს, თითქოს არსებობს ერთი რუსეთი, ორი, სამი რუსეთი. მედვედევი იყო პრეზიდენტი და კაციშვილი ხმას არ იღებს მედვედევზე. კეთილი ვინებოთ, გავახილოთ თვალი და დავინახოთ, რეალური მტერი ვინაა... ეს არის რუსული ოკუპაცია და რუსული ანექსია. დავინახოთ ნამდვილი საფრთხე და ამ საფრთხეს ვებრძოლოთ. პუტინი რომ არ იქნება, უკეთესი სიტუაცია იქნება?

 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში განმარტავს მის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი საქართველოს მტერი ვერ იქნება.

კომენტარები