რეკლამა

საქართველოს ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (OFID) საქართველოს ბანკს ვაჭრობის დაფინანსებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გამოუყო. აღნიშნული დაფინანსებით, საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას და გაფართოებას. საქართველოს ბანკი აღნიშნავს, რომ ვაჭრობის დაფინანსება ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

"საქართველოს ბანკი კი ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ბანკია, როგორც კორპორატიული, ასევე იურიდიული მომხმარებლების კუთხით, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ვაჭრობით დაფინანსების მიმართულებით", - აცხადებს საქართველოს ბანკი. 

OFID-ი ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდია, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით OPEC-ის წევრებმა 1976 წელს დააარსეს. OFID-ი თანამშრომლობს განვითარებად ქვეყნებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს და დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის კუთხით, ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებით, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით და ვაჭრობის დაფინანსებით. OFID-ი ფოკუსირდება სწორედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანმრთელობის დაცვა და განათლება.

კომენტარები