თბილისის მერია

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ttimes.ge

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. თემურ ხომერიკის თქმით, განცხადება გათავისუფლების შესახებ ფონდის გამგეობის განახლებისთანავე დაწერა. მისი განმარტებით, თანამდებობას ახალ გამგეობასთან განსხვავებული მიდგომების გამო ტოვებს, თუმცა, დავით ნარმანიას გუნდის წევრად რჩება.

თბილისის მერიაში კი აღნიშნავენ, რომ თემურ ხომერიკმა შესაბამისი განცხადებით დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას დღეს მიმართა. ფონდის ახალი ხელმძღვანელის საკითხზე თბილისის განვითარების ფონდის განახლებული გამგეობა იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ 6 მაისს, თემურ ხომერიკი მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, მორიგი დეზინფორმაციაა.

თემურ ხომერიკი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად 2014 წელს დაინიშნა. მანამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.

კომენტარები