ხანძარი ქობულეთში

ბავშვების ცხედრები ბათუმიდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ

ქობულეთი
რუსთავი 2

ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ცხედრები ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ბოლქვაძის განმარტებით, ძლიერი დამწვრობების გამო, ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის გამოც, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს.

"იდენტიფიკაციის მიზნით, აღებული იქნა დნმ-ისთვის მასალა მშობლებიდან და გარდაცვლილებიდან, გაიგზავნა თბილისში, სადაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები და ბავშვების იდენტიფიკაცია. ცხედრებს გადაასვენებენ რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში და დნმ-ის ანალიზის პასუხების შემდეგ მიასვენებენ ოჯახებში", - აღნიშნა ლევან ბოლქვაძემ.

ქობულეთში, სასტუმრო არმაზში გამთენიისას გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვს სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები 10-12 წლის ასაკის არიან. ისინი ფოლკლორული ანსამბლის, სიხარულის წევრები იყვნენ, რომლებიც ქობულეთში რუსთავიდან გასტროლებზე ჩავიდნენ. მეხანძრეებმა სხვა ბავშვების დროულად ევაკუაცია შეძლეს, შენობა კი მთლიანად დაიწვა.

კომენტარები