დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი კამპანიისთვის თანხების მობილიზებისთვის მილიარდერ მარკ ლასრის ღონისძიებას დაესწრება, რომელიც ცნობილია რუსულ მაფიასთან კავშირში. ამის შესახებ პოლიტიკო იუწყება.
ლასრი, რომელიც კლინტონების ოჯახის დიდი ხნის მეგობარია და ვის ფონდშიც ჩელსი კლინტონია დასაქმებული, ნიუ-იორკ სითიში ღონისძიებას გამართავს.
ლასრი ჰილარი კლინტონს მხარს უჭერს. ის დემოკრატების დონორ ჯეფრი კატზენბერგთან ერთად თანხების მობილიზების სტრატეგიას ქმნიდა.
ლასრი კლინტონის სასარგებლოდ დაუპირისპირდა დემოკრატ მეტოქე ელიზაბეთ უორენს. "მას არ აქვს შანსი, გახდეს პრეზიდენტი", - თქვა მან.
ჰილარი კლინტონის აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება მიუთითებს, რომ ის ლასრის მხარდაჭერას მიიღებს, მიუხედავად რუსულ მაფიასთან კავშირებისა. აღსანიშნავია, რომ ამის გამო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საფრანგეთში ელჩად არ დანიშნა.
გარდა ამისა, ლასრი გააკრიტიკეს ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი პირის საკუთარ გუნდ NBA-ს მილუოკი ბაქსის მთავარ მწვრთნელად დაქირავებისთვის.





