თბილისის მერია

თემურ ხომერიკი მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ttimes.ge

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. თემურ ხომერიკი დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, მორიგი დეზინფორმაციაა.

ამ თემაზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებია თბილისის მერს. დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე მერიის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონკურსი ყველა წესისა და პროცედურის დაცვით ჩატარდა ცალკეული ბანკის მიმართ სიმპათიის გამოხატვა გამორიცხულია.

დღესვე დავით ნარმანიამ ისაუბრა ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვის შესახებ. მისი თქმით, ვიწრო ტროტუარებზე 50-მდე პარკირების ადგილი გაუქმდება. თბილისის მერის განცხადებით, პარკირების პრობლემის მოგვარების მიზნით, მერია აქტიურად მუშაობს მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე.

კომენტარები