აღლუმი რუსეთში

აღლუმის რეპეტიციაზე მოსკოვში უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

RIA Novosti

მოსკოვში 9 მაისის აღლუმის რეპეტიცია ჩატარდა, რომელზეც უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკის ახალი ნიმუშები საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მათ შორის, უახლესი რუსული ტანკი T-14 Armata, ასევე მის ბაზაზე შექმნილი ჯავშანმანქანები და საარტილერიო დანადგარები. ამ ტექნიკაზე ინფორმაცია ასევე პირველად გახადა საჯარო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში 16 ათასზე მეტი სამხედრო და 200-მდე ერთეული ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. აღლუმს არცერთი დასავლელი ლიდერი არ დაესწრება.

კომენტარები