არეულობა ისრაელში

თელ-ავივში ეთიოპური წარმოშობის ებრაელების აქცია არეულობაში გადაიზარდა

REUTERS

ისრაელში საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციის მიერ ეთიოპური წარმოშობის სამხედრო მოსამსახურის ცემით აღშფოთებული მოქალაქეები, ძირითადად ეთიოპური წარმოშობის ებრაელები, თელ-ავივის ცენტრში შეიკრიბნენ.

დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და მანქანები დაუზიანეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

სულ არეულობის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 46 ჰოსპიტალიზებულია. დაკავებულია არეულობის 30-მდე მონაწილე. ქვეყნის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს ეთიოპელი ებრაელების თემის წარმომადგენლებს, ასევე თავად დაზარალებულ სამხედრო მოსამსახურეს და მომხდარის მიზეზები პირადად შეისწავლოს. 

კომენტარები