ამერიკელი დიპლომატი და თურქეთში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ანკარას მერის სექსისტურ განცხადებას თავის Instagram გვერდზე გამოეხმაურა.
თურქმა პოლიტიკოსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მერი ჰარფს „სულელი ქერა" უწოდა. ბასმა საპასუხოდ Instagram-ზე სურათი დადო, სადაც მისი თმა ღია ფერისაა და კომენტარად მიაწერა - „ჩვენ ყველა ქერა ვართ".
ანკარას მერმა მელიჰ გოქჩეკმა ჰარფი Twitter-ზე როგორც ქერა გოგონა მოიხსენია და ბალტიმორში განვითარებულ მოვლენებზე წააქეზა.
გოქჩეკმა, რომელიც თურქეთის მმართველი პარტიის წევრია, ჰარფს ვაშინგტონის კრიტიკული განცხადებები შეახსენა და ტაქსიმის ამბები გაიხსენა, როდესაც თურქეთი აშშ-მა მკაცრად გააკრიტიკა. ანკარას მერმა Twitter-ზე ერთ-ერთი გაზეთის სათაურიც დადო, სადაც ჰარფის ფოტოზე შეკითხვა წერია - „სად ხარ სულელო ქერავ, ვინ ამბობს რომ თურქეთის პოლიციამ არათანაზომიერი ძალა გამოიყენა?". ამ პოსტს გოქჩეკმა ინგლისურ ენაზე წარწერა დაურთო - „მოდი ქერავ, გვიპასუხე ახლავე".