პაკიაო - მეიუეზერის ჩხუბი

მუჰამედ ალი მეიუეზერს: ნუ გავიწყდება, რომ მე საუკეთესო ვარ!

იქამდე, სანამ 2 მაისს მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეიუეზერს შორის საუკუნის ჩხუბად და დიდებისთვის ბრძოლად მონათლული მატჩი შედგება, ამერიკელი მოკრივე პრესის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა.

მეიუეზერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არა შუგარ რეი რობინსონი, არც მუჰამედ ალი, არამედ სწორედ ისაა ყველა დროის საუკეთესო მოკრივე.

ამ ფრაზამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა გულშემატკივრებში და რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, მეიუეზერს თავად ალიც გამოეხმაურა.

"ნუ გავიწყდება, რომ მე ვარ საუკეთესო!," - ასე უპასუხა ტვიტერით ლეგენდარულმა მოკრივემ, რომელიც უკვე დიდი ხანია პარკინსონის დაავადებას ებრძვის, ფლოიდ მეიუეზერს.

რაც შეეხება ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეიუეზერის ბრძოლას, ვარაუდობენ, რომ ის მრავალ რეკორდს მოხსნის. უკვე ცნობილია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, შემოსავალმა კი 74 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ლას ვეგასის MGM ცენტრისთვის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. 

კომენტარები