ევროპის საინვესტიციო ბანკი

ევროპის საინვესტიციო ბანკმა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

https://euobserver.com

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტთან ვილჰელმ მოლტერერთან ერთად საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისი გახსნეს. ბანკის წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონს მოემსახურება. 

"საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს ამ რეგიონში დამატებითი პროექტების მოზიდვას. ამ წარმომადგენლობის მეშვეობით ჩვენ უშუალოდ რეგიონშივე გვექნება ადგილობრივ მთავრობებთან და ბიზნესებთან კომუნიკაციის საშუალება, რაც ჩვენს საქმიანობას გაამარტივებს."-განაცხადა ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა. 

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის კუთვნილი არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 1958 წელს რომის ხელსეკრულებით დაფუძნდა და მსოფლიოს 150 ქვეყანას სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად გრძელვადიან დაბალპროცენტიან კრედიტებს აძლევს. ბანკის მთავარი მეწილეები 16%-იანი წილით არიან გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და იტალია. ბანკის სხვა მეწილე ქვეყნებს ევროკავშირის სხვა წევრი სახელწმიფოები შეადგენენ. 

ევროპის საინვესტიციო ბანკი ამჟამად საქართველოში 500 მილიონი ევროს მოცულობის პროექტებს ახორციელებს.

კომენტარები