რონ კარტერის კონცერტი

კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ კონცერტს მხოლოდ შერჩეული ხალხი დაესწრება

კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ რონ კარტერის კონცერტზე დასწრება მხოლოდ ჯაზფესტივალის VIP კლიენტებსა (TBC ბანკთან ერთად) და კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულ ადამიანებს შეეძლებათ.

რონ კარტერი თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოვიდა და მის კონცერტზე მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მოსაწვევები იმ ადამიანებს დაურიგდა, ვინც კულტურის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა. მისივე თქმით, "ეს ადამიანები ჯაზის სფეროში მოღვაწე ხალხია".

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ბილეთების გაყიდვა გათვალისწინებული არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ბილეთი გათამაშდა და ის გამარჯვებულებს გადაეცათ.

კომენტარები