დღეს შუახევში Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი Express Bank-ი მომხმარებელს რუსთაველის ქ. N17-ში მოემსახურება. Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს, მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით და Express ანაბრით.
ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა უკვე 95 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge.





