აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

www.panoramio.com
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბესიკ გაზდელიანს სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას ედავებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, გაზდელიანმა ბიზნესცენტრის შუშის კარს ქილა ესროლა, რომელშიც ლარიანები ეყარა. 
 
ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ექსპრემიერის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისთვის, 10-მილიონიანი ქონების 1 ლარად გადაცემას აპროტესტებდნენ. ისინი ბიძინა ივანიშვილს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა ქილაში სიმბოლურად ლარიანები ჩაყარეს და ივანიშვილის ბიზნესცენტრის შესასვლელთან დადეს. 

კომენტარები