ენერგოსისტემა

ლეჟავა: ენერგოსისტემის სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც

სუბსიდირება არის ყველაზე უფრო უსამართლო სისტემა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტს სახელმწიფო ყულაბიდან მიიღებს ის, ვინც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს. ანუ ის, ვინც მდიდარია ან სიმდიდრის მიღების უფრო მეტი პოტენციალი აქვს. თუ მართლა გვაღელვებს ის ადამიანები, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ, არსებობს ათასი მეთოდი - ელექტროენერგიის ვაუჩერები, მიზნობრივ სოციალურ დახმარებაში დამატებითი კომპონენტის გაკეთება. ენერგოსისტემის სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც. თუ ამის[ვაუჩერების და ა.შ.] გამოყოფა მოხდება, ბიუჯეტი შეიძლება, დაინგრეს, მაგრამ ენერგოსისტემა გადარჩება. კეთილი ზრახვებით მოკირწყლული გზა ჯოჯოხეთისკენ მიდის, რომელიც იქნება ბნელი და ცივი.

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ ლეჟავა ტაბულას ეთერში, გადაცემაში "თეორემა."

კომენტარები