Express Bank ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. დღეს სამ სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად, Express Bank-მა სამი ახალი სერვისცენტრი გახსნა. Express Bank-ი მომხმარებელს სამტრედიაში (რუსთაველის ქ.23), სენაკსა (რუსთაველის ქ.184) და ზუგდიდში (გამსახურდიას ქ.30) მოემსახურება. Express Bank-ის ახალ სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება, მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით და Express ანაბრით.
ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა უკვე 94 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge.





