ვანო მერაბიშვილს, მტკიცებულების გარეშე (!) 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის (პროკურატურის ბრალის და სასამართლო განაჩენის მიხედვით). გიგი უგულავას იგივე ბრალი აქვს წარდგენილი, ისიც მტკიცებულების გარეშე. ჰოდა, აგერ ნარმანია თავად აღიარებს - ნათესავები დავნიშნეთ, ოღონდ არა ნათესაობის, არამედ კამპანიაში გაწეული დახმარებისთვისო. 'ატკატებს' ვაკეთებთო, თან ნათესავებზეო. ამას ეწოდება სამართლიანობის აღდგენა ქოცურად. მადლობა ბატონ ბიძინას.
tbl.ge/5co
დაკოპირდა

წერს ადვოკატი ოთო კახიძე Facebook-ში თბილისის მერის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გაკეთებულ განცხადებაზე. კერძოდ, დავით ნარმანიამ თქვა, რომ ნათესავები მერიაში წინასაარჩევნო აქტივობისთვის დაასაქმეს.
ამავე თემაზე
- N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან




