თინა ხიდაშელის ინტერვიუ

ხიდაშელი: კლინტონის ბენ აფლეკთან შეხვედრა, აფლეკის არაფორმალური მმართველობაა?

ეს ის მექანიზმია, რომელსაც პოლიტიკოსები ნებისმიერ სახელმწიფოში იყენებენ, თუკი მათ ამის ფუფუნება აქვთ. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს რატომ უხარიათ, თუკი ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი და საყვარელი მსახიობები მათ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობენ? ჰილარი კლინტონი ბენ აფლეკს რომ შეხვდა, ეს აფლეკის არაფორმალური მმართველობაა? ეს ჩვეულებრივი ამბავია და როცა იცი, რომ შენს გვერდით ასეთი ადამიანი დგას, მისი აზრი რატომ არ უნდა მოისმინო? პრობლემა ის იქნებოდა, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებდეს. ივანიშვილს ინდივიდვალური გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დროსაც კი არ მიუღია, არათუ ახლა

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა, for.ge-სთან ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად

კომენტარები