რეკლამა

ExpressBank-ის ქსელი გაფართოებას რეგიონებშიც განაგრძობს

დღეს Express Bank-ის ორი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. მომხმარებელს Express Bank-ით სარგებლობა, უკვე ბოლნისსა და გორში შემდეგ მისამართებზე შეეძლება: ბოლნისი - სულხან-საბას ქ. N101 და გორი - სტალინის გამზ. N29.

Express Bank-ის ახალ სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება, მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express განვადებით, Express სესხით და Express ანაბრით.

2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა უკვე 91 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.expressbank.ge.

კომენტარები