Express Bank განაგრძობს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით და თბილისში ერთდროულად ხუთი ახალი სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express Bank მომხმარებელს შემდეგ მისამართებზე მოემსახურება: გლდანი, ნაკვეთი16/030, ნაძალადევი ქვიშხეთის ქ. N1, ავლაბარი დუშეთის ქ. 30/10, სიმონ კანდელაკის ქ. N7 და ი.ჭავჭავაძის გამზ. N30. Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express განვადებით, Express სესხით და Express ანაბრით.
ქვეყნის მასშტაბით უკვე Express Bank-ის 89 სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ:www.expressbank.ge.





