ოკუპირებული ტერიტორიები

რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

სოფელი ბერშუეთი
რუსთავი 2

რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთიდან კიდევ ერთი ქართველი, 50 წლის ელიზბარ დურგლიშვილი დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დურგლიშვილი შვილთან ერთად სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვარს მწყემსავდა.

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია და ის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმი ელიზბარის ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებია.

კომენტარები